ახალი ამბები
სამეგრელოში 11 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში 212 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"რუხის კლინიკაში 142 კოვიდპაციენტია მოთავსებული, ფოთის ჰოსპიტალში 40, სენაკში, სენამედის კოვიდ კლინიკაში კი 30 ადამიანი მკურნალობს. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში ამჟამად მყოფი პაციენტებიდან 85-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 11-ის კი მძიმე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, ბოლო 24 საათის სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოჯანმრთელდა 77 პაციენტი. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 140 ადამიანი იმყოფება.
Print