ახალი ამბები
მძიმეა 30-მდე პაციენტის მდგომარეობა სამეგრელოს კოვიდკლინიკებში
სამეგრელოს კოვიდმიმღებ საავადმყოფოებში 300-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 28 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ.

კერძოდ, რუხის კლინიკაში 126 კოვიდპაციენტი იმყოფება, მათ შორის, საშუალო სიმძიმის - 85, მძიმეა 5-ის მდგომარეობა. „სენა-მედის“ კლინიკაში 39 ადამიანი მკურნალობს, მათგან მძიმეა 11. ფოთის კლინიკაში მყოფი 39 პირიდან მძიმეა 7 პაციენტი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 29 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის, 5 მძიმე. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში 27 პირი იმყოფება, ხოლო სენაკის „ლაზიკა მედიში“ 39 მოქალაქე გადის მკურნალობის შესაბამის კურსს.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, აქ სულ 56 მოქალაქე გადის იზოლაციის პერიოდს.

Print