სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 144 და გარდაცვალების 6 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთში კორონავირუსით 144 ადამიანი დაინფიცირდა და 6 გარდაიცვალა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. პაციენტები გუდაუთის კლინიკაში და სოხუმში
განთავსებულ რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.
ამავე ცნობით, ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 53 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 12, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 14, გაგრის კლინიკაში – 19, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 10 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 64 პირი იმყოფება, მათგან მძიმეა 12.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 34 265 შემთხვევა დაადასტურა, გარდაიცვალა - 516, გამოჯანმრთელდა - 28 650 პირი.
მასალის გამოყენების პირობები