ახალი ამბები
რუხის კლინიკაში ზუგდიდელი მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 85 წლამდე მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრი იყო და მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა.

ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში სულ 354 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა 27-ის მდგომარეობა.

დღის განმავლობაში ვირუსისგან 280 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Print