ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, 247 დაინფიცირდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 464 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 247-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 197 ადამიანი მკურნალობს, აქედან 45 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. სამივე მათგანი მამაკაცია, 56, 59 და 88 წლის. სოხუმის ინფექციურში დაავადებას 1 კოვიდინფიცირებული პირი, 64 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების  51 101 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 43 427, ხოლო გარდაიცვალა 642 ადამიანი.
Print