ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევაა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 48 - სამეგრელო ზემო სვანეთში. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში სულ გამოვლენილია 1 647 796 დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განკურნებულია 1 021 პირი, ჯამში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 623 453 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ვისურს კიდევ 9 ინფიცირებული ემსხვერპლა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 16 739 ადამიანი გარდაიცვალა.


Print