რეგიონი
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში რობერტ აბსანძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
23 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი ზუგდიდელი მხატვარ-კერამიკოსის რობერტ აბსანძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის გახსნის ცერემონიას მუსიკალურად პიანისტი თათა ლიჩელისა და რეზო კვესელავას ჯაზ-კვარტეტი გააფორმებს. გამოფენა ალდე კაკაბაძის ხსოვნას ეძღვნება.

Print