რეგიონი
რობერტ აბსანძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა თბილისში
23 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ზუგდიდელი მხატვარ-კერამიკოსის რობერტ აბსანძის პერსონალური გამოფენა ტარდება.

დღეს 18:00 საათზე კი გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებს პიანისტი თათა ლიჩელი და რეზო კიკნაძის ჯაზ-კვარტეტი. სტუმრებს ფურშეტითა და სასმელით გაუმასპინძლდება Art House / Zugdidi.

გამოფენა ალდე კაკაბაძის ხსოვნას ეძღვნება.

დასწრება თავისუფალია.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში რობერტ აბსანძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება


Print