რეგიონი
სპექტაკლი "დაბრუნება" ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენეტრალურ ბიბლიოთეკაში პოეტ მირზა გელოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი " დაბრუნება" გაიმართა.

ახალგაზრდებმა პოეტის შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხეს და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს.

აღნიშნული ღონისძიება წიგნიერების პოპულარიზაციას და მკითხველების საზოგადოებასთან მუდმივ კომუნიკაცის ემსახურება. მასში ზუგდიდის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
Print