რეგიონი
სამეგრელოში წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დაასაჩუქრეს (ვიდეო)
ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სამეგრელოს სკოლების მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში განათლების სამინისტროს ინიციატივით, საბაზო საფეხურის 256 ათოსანი მოსწავლე დასაჩუქრდა. მათ კომპიუტერები გადაეცათ.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ფარცვანიას თქმით, ამ პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

"პროგრამის ფარგლებში კომპიუტერებს ჩუქნიან იმ მოსწავლეებს, რომელთაც საბაზო საფეხურის ბოლოს აქვთ დამრგვალებული ათიანი. ეს პროექტი მოტივაციას უზრდის მათ", - განაცხადა ფარცვანიამ.

დასაჩუქრებული მოსწავლეები განათლების სამინისტროს მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ მათთვის მსგავსი პროგრამები სტიმულის მომცემია.


Print