რეგიონი
GemFest 2017-ის ჰედლაინერებს შორის წლის საუკეთესო დიჯეები დაანონსდა
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, წელს GemFest-ზე ანაკლია- განმუხურს მსოფლიო დონის დიჯეები ეწვევიან. მათ შორისაა DJ Mag 2016 -ის ვერსიით წლის საუკეთესო შემსრულებელი, ნიდერლანდელი Martin Garrix, რომელიც ფესტივალზე 21 ივლისს დაუკრავს.



გამომსვლელთა შორის ასევე იქნება Forbes-ის ვერსიით ერთ- ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსულებელი - Steve Aoki.



GemFest- ის ფარგლებში მაყურებლის წინაშე ელექტრონული მუსიკის შვედური პროექტი Axwell Λ Ingrosso წარსდგება, რომელიც ლეგენდარული Swedish House
Mafia-ს წევრებმა დააფუძნეს.


GEM Fest 2017 ანაკლიაში 14 ივლისს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ფესტივალზე 500-ზე მეტ შემსრულებელს ელოდებიან.

სრული ინფორმაცია შემსრულებლებზე იხილეთ ბმულზე GEM FEST 2017

Print