რეგიონი
ომის მემკვიდრეობა - დისკუსია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით საჯარო დისკუსია თემაზე: "ომის მემკვიდრეობა - ახალი თაობის რეალობა საქართველოში" გაიმართა. მომხსენებლები იყვნენ მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის მაგისტრი ნათია ჭანკვეტაძე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საუნჯეს" თავმჯდომარე იაგო ფასანძე და "მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარემ ელიკო ბენდელიანი. მათ ყურადღება ომის შემდეგ კონფლიქტების მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და როლზე გაამახვილეს.

ფონდის წარმომადგენლების თქმით, ახალგაზრდების დაინტერესება და ინიციატივები კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თანდათანობით კლებულობს, რაც სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. 

"ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიმართულებაა რეგიონული დიალოგი და კონფლიქტების ტრანსფორმაცია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ახალგზარდული ხედვა, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგში მათი გამოცდილება და სხვა. ბიოლის ფონდი მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და ვეხმარებით მხარეებს სხვადასხვა აქტივობით", - აღნიშნა ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს კოორდინატორმა ლილია ჩიხლაძემ.




ერთ-ერთმა მომხსენებელმა "მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი"-ს გამგეობის თავმჯდომარემ ელიკო ბენდელიანმა თქვა, რომ ახალგაზრდების როლი კონფლიქტების ტრანსფორმაცის პროცესში მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ თაობამ უნდა მოაგვაროს ის.

დისკუსიის ორგანიზატორებმა და მომხსენებელმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მსგავსი დისკუსიის ჩატარება ზუგდიდში, როგორც კონფლიქტისპირა რეგიონში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვვედრას დაინტერესებული პირები, მათ შორის, არასამათვარობო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.




Print