რეგიონი
ანა წითლიძე ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება
„ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძე ფინანსურმა პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. როგორც წითლიძემ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, საქმე ეხება მათ მიერ შეტანილ განცხადებას, რომელშიც ზუგდიდში კონტრაბანდული საქონლის სავარაუდო შემოტანასა და გასაღებას უკავშირდება.

„ლოგიკურია, რომ ყველა მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის გუბერნატორი შონია, რომლის გვარიც მითითებულია ჩვენ მიერ შეტანილ განცხადებაში და რომელსაც შეიძლება შეხება ჰქონდეს ამ კონტრაბანასთან, უნდა დაიკითხოს და საჭიროების შემთხვევაში, დააპატიმრონ. იმედი მაქვს, ყველა პასუხისმგებელი პირი ამასთან დაკავშირებით დაისჯება. ჩვენ არაერთი განცხადება შევიტანეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ზუგდიდში იყიდება კონტრაბანდული სიგარეტი და პროდუქტი და გამოვთქვით ეჭვი, რომ ასე ტოტალურად ეს საქონელი ვერ შემოვა, რომ არა მაღალი თანამდებობის პირების ინტერესი და მათთან უშუალო კავშირი“, - აღნიშნა მან.

ოპოზიციური პარტიიის წარმომადგენელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.

Print