რეგიონი
სამეგრელოში ოჯახში ძალადობის ფაქტებმა იმატა
სამეგრელო-ზემო სვანეთში, 2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით არსებული მონაცემებით, ოჯახში ძალადობის 113 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ამავე ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მკვლელობის ერთი და ჯანმრთელობის დაზიანების ორი ფაქტია გამოვლენილი, რომელთაგან სამივე გამოძიებულია. რაც შეეხება სხვა სახის ძალადობას, სამართალდამცავებმა, შსს-ს ინფორმაციით, 78 შემთხვევა გახსნეს.

წინა წლის მონაცემებთან შედარებით, სხვა სახის ძალადობის მონაცემები გაზრდილია. Police.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ 2017 წელს, სულ ასეთი 90 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან 61 გაიხსნა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოკლეს ერთი ადამიანი, ჯანრმთელობის დაზიანება კი მიაყენეს სამს. აღნიშნული ფაქტებიდან გახსნილი ჯანმრთელობის დაზიანების მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის.

შს სამინისტოს ცნობით, პოლიციამ სულ 14 სექტემბრამდე 4742 შემაკავებელი ორდერი გამოსცა, სულ ამ დრომდე ოჯახში მომხდარი დანაშაულის 3347 ფაქტია ცნობილი, რომელთაგან სამართალდამცავებმა 2052 ფაქტი გახსნეს.

მავე თემაზე:

ბოლო ექვს თვეში სამეგრელოში ოჯახური ძალადობის 80-მდე შემთხვევა გამოვლინდა
Print