რეგიონი
ზუგდიდის საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში სოციალურ თემაზე ტრენიგი ჩატარდა (ვიდეო)
ზუგდიდში, საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში (LDC) ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს სოციალური უნარების ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები” ჩაუტარდათ. სწავლებაში ჩართულები იყვნენ პროექტის მონაწილეები კახეთიდან, შიდა ქართლიდან, იმერეთიდან და სამეგრელოს რეგიონიდან. პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით.

ტრენინგი 4 ძირითად თემას: ეფექტური კომუნიკაციას, კონფლიქტების მართვას, რეზიუმეს წერას და სამუშაოს მოძიებას მოიცავდა. მონაწილეებმა ასევე პროექტის ფარგლებში ორთვიანი პროფესიული გადამზადების კურსი გაიარეს.

სემინარების დასრულების შემდეგ კი ბენეფიციარებს ბიზნეს წინადადების წარმოდგენის შემდეგ, აქვთ შესაძლებლობა მიიღონ 400 ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა მატერიალური ფასეულობის სახით.

პროექტი - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” - შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის რეგიონში და თბილისში ხორციელდება. პროექტი 2020 წელს დასრულდება და მასში 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი მიიღებს სხვადასხვა სახის სარგებელს. 2018 წლის გაზაფხულზე შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში პროექტში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი დაიწყება.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან: ASB საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG).

®️
Print