ფოთში შუახნის მამაკაცს, რომელიც მეხანძრე-მაშველად მუშაობს, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მას გეგმური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა და დადებითი პასუხი მიიღო.
"მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროისთვის, ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია", - აცხადებენ უწყებაში.
ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას. პაციენტი უკვე რუხის კლინიკაშია მოთავსებული.
მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები. იგი
რუხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მასალის გამოყენების პირობები