რეგიონი
საქართველოს მთავრობამ გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადასცა
საქართველოს მთავრობის მიერ შესყიდული გრიპის ვაქცინის 235 ათასი დოზიდან, აფხაზეთს 10 ათასი გადაეცა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ჩვენ 235 ათასი გრიპის ვაქცინა შევისყიდეთ, თუმცა გრიპის ვაქცინის დოზა გაცილებით მეტი იყო, რადგან კერძო სექტორს 60-70 ათასი დოზა ჰქონდა შესყიდული. 160 ათასი დოზა დახარჯულია. 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადავეცით. ასევე აიცრა ჯარი და რისკ ჯგუფები. მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც 65 წლიან ასაკთან დაკავშირებით იყო და ყველას შეუძლია აიცრას. არც ერთ წელიწადს გრიპის ამდენი ვაქცინა არ გვქონია“, - განმარტა გამყრელიძემ.

ცენტრის ხემძღვანელი ამბობს, გრიპის ვაქცინაციაზე მიმართვიანობა მაღალი არ არის.

Print