რეგიონი
ზუგდიდის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლე ერთი კვირით დაიხურა
ზუგდიდის მოსწავლე - ახალგაზრდობის განვითარების სასახლე 19 აპრილამდე არ იმუშავებს, ამის შესახებ რადიო ,, ათინათს'' სასახლის დირექტორმა დავით შამათავამ უთხრა.

,,ხუთ ადამიანს როცა დაუდასტურდა კორონავირუსი ერთი კვირით ორშაბათამდე შევაჩერეთ სწავლება, იმიტომ რომ, დეზინფექცია უნდა ჩავატაროთ, ეპიდსაბჭომ მოგვცა რეკომენდაცია. ორშაბათს ვნახავთ რა სიტუაცია გვექნება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ’’, - თქვა სასახლის დირექტორმა.

მისივე  ცნობით, 12 აპრილს სასახლის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, დანარჩენები კი გაიტესტნენ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid -19 კიდევ 161 ადამიანს დაუდასტურდა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა გაიზარდა 290 129-მდე.


Print