რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 349 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა. ამავე ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 174 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა 32 პაციენტის მდგომარეობა.

ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით ორი პაციენტი 85 წლის ქალი და 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც გუდაუთის ცენტრალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტი აფხაზეტში COVID 19-ით ინფიცირების 27 948 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 805-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 419 პირი.

Print