რეგიონი
რუხის კლინიკაში გალში მცხოვრები მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 73 წლის მამაკაცი გალის მკვიდრი იყო და მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა.

ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში სულ 317 პაციენტი მკურნალობს, მათგან ისევ მძიმეა 27-ის მდგომარეობა.

სამეგრელო - ზემო სვანეთში დღის განმავლობაში ვირუსისგან 205 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დაინფიცირდა 140 პირი.






Print