სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსით 196 პირი დაინფიცირდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
აქედან სამეგრელო - ზემო სვანეთში 196.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 953 410-ს.
გასული დღე - ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 910 540.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გარდაიცვალა 46 პაციენტი. დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები