რეგიონი
აფხაზეთში კორონავიირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა, 327 დაინფიცირდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 581 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 327-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 234 ადამიანი მკურნალობს, აქედან 66 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში ბოლო ორ დღეში 3 პაციენტი გარდაიცვალა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 49 135 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 40 422, ხოლო გარდაიცვალა 620 ადამიანი.

Print