რეგიონი
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა.

78 წლის ქალი ზუგდიდის მკვიდრი იყო.

ამ ეტაპისთვის, რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 397 პაციენტი მკურნალობს, მძიმეა 33 პირის მდგომარეობა.

საკარანტინე სივრცეში 22 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება. ვირუსისგან 930 პირი გამოჯანმრთელდა





Print