საზოგადოება
ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი გაიხსნა
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების კომიტეტის ხელმძღვანლის ნანა ხარაიშვილის ინიციატივით, დღეს ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი გაიხსნა.

მემორიალისთვის მიწის ნაკვეთი ზუგდიდის მერიამ გამოყო, რომელმაც ტერიტორია ნერგებითაც მოამარაგა, ფინანსური მხარდაჭერა კი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღმოუჩინა.

გახსნის ღონისძიებას უგზო-უკვლოდ დაკარგულათა ოჯახის წევრები, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის, ზუგდიდის მერიის, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღეიდან ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ.
Print