საზოგადოება
სინოდი: "საზღვარგარეთ ქართული ტაძრების აღწერა უნდა დაჩქარდეს"
წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოისმინა.

განცხადებას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ილია მეორე აცხადებს,რომ საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის კანონიკური საზღვრები საქართველოს ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ 1917 წლის 25 მარტს განსაზღვრა, როდესაც ავტოკეფალია აღდგა.

„გამოსაცემად მომზადდა თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში არსებული ეკლესია-მონასტრების თითქმის სრული აღწერილობა. უნდა დაჩქარდეს საზღვარგარეთ, ისტორიულად არსებულ ჩვენს ეპარქიებში ქართული კულტურის ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების აღწერის პროცესიც“.- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

Print