საზოგადოება
ალილოს ტრადიციული მსვლელობა ზუგდიდში (ვიდეო)

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდში მოქმედი ტაძრებიდან ალილოს ტრადიციული მსვლელობა

მოეწყო.

სასულიერო პირები და მრევლი ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა და ყველა მსურველმა ურემი საჩუქრებით და ტკბილეულით დატვირთეს.

მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ პარაკლისი აღავლინა.

მსვლელობის დროს შეგროვილი ძღვენი სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.

 

Print