საზოგადოება
ორშაბათობით სამების საკათედრო ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი აღევლინება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ინიციატივით, ყოველ ორშაბათს სამების საკათედრო ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი აღევლინება.

ხვალ პარაკლისს პატრიარქი 17:00 საათზე აღავლენს.

"ჩვენ გვქონდა პარაკლისი ბავშვებისათვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისათვის. ჩვენ მათ სიონში ვლოცავდით, მინდა, რომ ეს წესი აღდგეს. დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს გაძლიერებული ლოცვა და დალოცვა, ამიტომ ყოველ ორშაბათს შესრულდება პარაკლისი და იქნება ლოცვა ბავშვებისათვის. ლოცვა 4 საათზე დაიწყება, პარაკლისი დაიწყება 5 საათზე. 5 საათისათვის უნდა მობრძანდეთ თქვენი ბავშვებით და პარაკლისს მე თვითონ შევასრულებ", - მიმართა მრევლს ილია მეორემ.
Print