საზოგადოება
H1N1 ვირუსი ზუგდიდში სულ 3 პაციენტს დაუდასტურდა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ დაუდასტურა.

„ამ თვეში კლინიკაში შემოიყვანეს სამი მძიმე პაციენტი, მათ შორის ორი აფხაზეთიდან გადმოსული. ქალბატონი, რომელიც ტერმინალურ მდგომარეობაში იყო, გუშინ გარდაიცვალა, ხოლო მამაკაცი მართვით ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს“, - განმარტა ოდიშარიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არის.

Print