საზოგადოება
მთავარმა პროკურორმა გარდაცვლილი პროკურორის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა (ვიდეო)

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და თბილისის პროკურორი მიხეილ შაყილაშვილი ზუგდიდში, გადაცვლილი პროკურორის ვახტნაგ ქირიას ოჯახში მისასამძიმრებლად მივიდნენ.

მთავარმა პროკურორმა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მკვლელობის ზუსტი მოტივის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ჩვენთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია. ვუსამძიმრებ ოჯახს და ჩვენს უწყებას. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამაზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დაიშნულია არაერთი ექსპერტიზა.ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა კონკრეტულ პიროვნებაზე იმის შესაძლებლობის თქმას, რომ ამ პიროვნებამ ჩაიდინა ქირიას მკვლელობა. გამოძიება გრძელდება და გამოძიების მიმდინარეობის და შედეგის შესახებ დეტალურად იქნება საზოგადოება ინფორმირებული,
ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება ითქვას, რომ მოტივი სამსახურებრივ საქმიანობასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაირკვეს, რა იყო მოტივი. უფრო მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა შოთაძემ.
Print