Human Rights Watch-ის 2016 წლის ანგარიშში მთავრობის მხარდამჭერების
მიერ თბილისსა
და ზუგდიდში ციხის კადრების საჯაროდ ჩვენების ფაქტი მოხვდა.
ანგარიშში ასევე საუბარია ოქტომბერის თვეში მთავრობის მხარდამჭერი
ჯგუფების მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან გამართული
აქციების შესახებაც. დოკუმენტში განმარტებულია, რომ აღნიშნულმა
ჯგუფებმა დააზიანეს პარტიის ოფისები 19 ქალაქში.
ორგანიზაციის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო
სისტემაში არსებულ პრობლემებზეც.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები
აცხადებენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების გასამართლებები პოლიტიკურად
მოტივირებულია", - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტი მედიის თავისუფლების საკითხსაც მოიცავს.
"საქართველოს ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა შეშფოთება გამოხატა
"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტმა და ეუთომ. აგვისტოში კი ტელეკომპანია "იმედმა", რომელიც
რიგით მეორე ყველაზე ყურებადი არხია, შეაჩერა პოლიტიკური თოქშოუები.
ინგა გრიგოლიამ, რომელიც ერთი თოქშოუს წამყვანი და მეორე თოქშოუს
თანაწამყვანი იყო, ამ გადაწყვეტილების მიღებაში მთავრობა
დაადანაშაულა", - აღნიშნულია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები