საზოგადოება
„ათინათის“ საჩუქრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებს (ვიდეო)
„ათინათმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაწილს საჩუქრები გადასცა. კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე 10-მა სკოლამ კომპიუტერული ტექნიკა, სპორტული ინვენტარები, ლაბორატორიული მუშაობისთვის საჭირო მასალები და სხვა საჭირო ნივთები პროექტის ფარგლებში მიიღეს.

„ათინათი“ გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო სააგენთოს ( USAID) ფინანსური მხარდაჭერით პროექტს „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ 10 საჯარი სკოლაში აღორციელებს. მისი მიზანია კონფლიქტისთ დაზარალებული ახალგზარდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა, ნდობის მოპოვება და მათთვის პროფესიული და ზოგადი განვითარების ხელშეწყობა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში თითოეულ სკოლაში ახალგაზრდული კლუბები ოთხი მიმართულებით დაარსდა: საბუნებისმეტყველო, ცხოვრების ჯანსაღი წესის, სამოქალაქო და გარემოსდაცვითი. კლუბებში 1000-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, რომლებმაც ასობით ღონისძიება ჩაატარეს. ასევე, პროექტის ფარგლებში ჩატარა ტრენინგები, კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, რადიო გადაცემები და სხვ.

პროექტი „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ 2013 წლისდან ხორციელდება.

Print