საზოგადოება
ბაია გადაბაძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ გათავისუფლებული დირექტორის ბაია გადაბაძის სარჩელი, რომელის მეშვეობითაც ის ტელეკომპანიის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.

როგორც გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა.

"საქმეები, რომლებიც იხილება დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში, გაკეთდა ზუსტად 24 საათში. რასაც აქამდე ეჭვად ვამბობდი – პროცესში ხელისუფლება ირიბად ხომ არ ერევამეთქი, ახლა ყველა მიზეზი მაქვს იმის სათქმელად, რომ ეს ასეა. სხვა არაფერი იკვეთება თუ არა ხელისუფლების ჩართულობა", - განახცადა გადაბაძემ.
Print