საზოგადოება
საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე რადიო“ათინათს“ უცხადებს,რომ საქართველოში მიმდინარე კვირაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა შენარჩუნდება.

ნიორაძის განმარტებით, მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ +14 +19 გრადუსი იქნება.

Print