საზოგადოება
კერძო სექტორს მიწების დაკანონებისას აზომვითი სამუშაოები დაუფინანსდება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ოპონენტები "ღია კარს ტყუილად ამტვრევენ" და მთავრობა ყველა ბერკეტის გამოყენებით იცავს კერძო სექტორს.

მინისტრი განმარტავს, რომ მთავრობა კერძო სექტორს მიწების რეგისტრაციის პროცესში სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტით დაეხმარება.

„გლეხებს მიეცემათ შესაძლებლობა, კვალიფიციური ამზომველის მიერ აზომილი ნახაზი წარადგინონ საჯარო რეესტრში, ხოლო სახელმწიფო აზომვით სამუშაოებს დააფინანსებს. კონკრეტულ ლიმიტებს და პროცედურებს ჩვენ უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. პოლიტიკურ ოპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ ტყუილად ამტვრევენ ღია კარს და პოლიტიკური სპეკულაციები ამ მიმართულებით საჭირო არ არის. ჩვენ ვართ სწორედ ის მთავრობა, რომელიც იცავს კერძო სექტორს და მონდომებულია, რომ კერძო სექტორში იყოს რაც შეიძლება მეტი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
Print