საზოგადოება
დონის როსტოვში ავიაკატასტროფას 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დონის როსტოვში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა სია გამოაქვეყნა. უკვე ცნობილია, 62 ადამიანის ვინაობა, რომლებიც "ბოინგის" კატასტროფას ემსხვერპლნენ. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა.

თვითმფრინავმა კატასტროფა მოსკოვის დროით 03:40 საათზე განიცადა. Fly Dubai-ის თვითმფრინავი რუსეთის მიმართულებით რეისს დუბაიდან ასრულდებდა. რუსულ მედიაზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია,რომ "ბოინგმა" კატასტროფა დაჯდომის მეორე მცდელობისას განიცადა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით კი მიწასთან შეხებისას ლაინერი აფეთქდა.

როსტოვის მხარის გუბერნატორის ვასილი გოლუბევის განცხადებით, უამინდობის გარდა ამ ეტაპზე, თვითმფრინავის ჩამოვარდნის სხვა ვერსია არ განიხილება.

მომხდარი კატასტროფის მიზეზების შესწავლა კომპანია Fly Dubai-მაც უკვე დაიწყო.


Print