საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი: "ევროპა არის საქართველოს სახლი"
გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "CNN"-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. "ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგის თითოეული კომპონენტი უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის: საგადასახადო შეღავათები, ინფრასტრუქტურა, მმართველობის სისტემა, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ოთხივე კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია ზრდის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველსაყოფად. წელს ჩვენ მოველით 3-3,5 პროცენტიან ზრდას, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი მიაღწევს 5,5-6 პროცენტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა,იმ ფაქტზე,რომ  ქვეყნის ტერიტორიის 25% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომ ქვეყანამ უნდა აჩვენოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მზადყოფნა. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი დღესაც ნომერ პირველი საფრთხე საქართველოსთვის, გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ "ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, ვერ იტყვის, რომ ეს არ არის უსაფრთხო ადგილი ინვესტორებისთვის".

" ჩვენთვის ევროპა კი არის სივრცე, სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატიის გარკვეული სტანდარტები და დაცულია ადამიანის უფლებები, და სწორედ ეს არის ქართველი ხალხის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირი ან ნატო იყოს ვინმეს წინააღმდეგ", - განაცხადა მან.


Print