საზოგადოება
კვირაცხოვლობას პატრიარქი ათასზე მეტ ბავშვს მონათლავს
დღეს სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 43-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 1100-მდე ბავშვს მონათლავს. ამის შემდეგ, ის ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. 
საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვრიდან იმართება. დღეისათვის უწმინდესს 27 310 ნათლული ჰყავს.

Print