საზოგადოება
ნოდარ ხადური - საქართველოში დღეს უმუშევრობა რეკორდულად დაბალია
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჟურნალისტებთან საუბრში აცხადებს,რომ საქართველოში დღეს არის უმუშევრობა რეკორდულად დაბალი, მხოლოდ 12 პროცენტი. "ეს არ არის ცოტა, ბევრია. ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანია უმუშევარი, ვიდრე იყო თუნდაც 4 წლის წინ, - აღნიშნა მან.

მინისტრის თქმით, ინვესტიციების რაოდენობა გაზრდილია და საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას.

"თუნდაც ის, აპრილში 4,3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, აჩვენებს იმას, რომ საქართველო იმ ტურბულენტურ რეგიონში რომელშიც ცხოვრობს ინარჩუნებს ზრდის მაჩვენებელს", - დასძენს იგი.
Print