საზოგადოება
შს მინისტრი ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის ლიკვიდაციის საფრთხეზე საუბრობს
შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია და ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ.

"აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ მიმართა დე ფაქტო სასამართლოს, რომ ოთხოზორიას მკვლელი დააკავონ. ეს არის სწორი გადაწყვეტილება ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებისთვის. არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია, ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ და ამით მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია", - განაცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.

ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

Print