საზოგადოება
რიკოთის გვირაბში მოძრაობა მომდევნო დღეებში სპეციალური რეჟიმით განხორციელდება
რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 27, 28, 29 და 30 ივნისს, ღამის 00:00–დან დილის 07:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. მოძრაობა გადართული იქნება აღნიშნული გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Print