საზოგადოება
პირველ გამოცდაზე 400-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ
სესიაზე დაახლოებით 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს გააცნო.

მისი თქმით, პირველ სესიაზე უნდა გამოცხადებულიყო 9300-ზე მეტი აბიტურიენტი, აქედან ხუთმა დააგვიანა. შესაბამისად, ისინი საგამოცდო პროცესს გამოეთიშნენ.

მიმინოშვილის ინფორმაციით, გამოცდები ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აბიტურიენტები თავს კომფორტულად გრძნობენ იმ სიახლესთან დაკავშირებით, რაც ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატს უკავშირდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო,სადაც 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.


Print