საზოგადოება
მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამოიტანეს
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.

სათათბირო ოთახში გასვლამდე მათ მოსამართლემ განმარტებები მისცა. 

"თქვენ ვალდებული ხართ დაადგინოთ, ჩაიდინა თუ არა მაგდა პაპიძემ ოჯახური დანაშაული, კერძოდ, მოკლა თუ არა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი", - განუმარტა მათ მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ. 

გადაწყვეტილება თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა 3 საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო, რომელიც პროცესზე რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 6 ივლისს ჩაინიშნა, სადაც მოსამართლე  პაპიძისათვის სასჯელის ვადას განსაზღვრავს. ამ სხდომას კი ნაფიცი მსაჯულები არ დაესწრებიან.

მთელი დღის განმავლობაში სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. მისი დახურვა ბრალდებულმა თავად მოითხოვა.

პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში,მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. პაპიძეს ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


Print