საზოგადოება
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარება დაარიგეს
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს.

მათ ტვირთი სოფელ აჰმადხანში ჩაიტანეს. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა სახეობის ნივთები ადგილობრივი მცირეწლოვნების გარდა უფროსებისთვისაც იყო განკუთვნილი.

V ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად ოპერაციაში ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ.

„მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში წარმოებული აქციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა.

Print