საზოგადოება
ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები მომავალ წელს ამოქმედდება
ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები თბილისში 2017 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. ქალაქ თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ლექვინაძის  თქმით, რეგულაციები იქნება მინიმალური და უმტკივნეულო.

„მიმდინარეობს დოკუმენტაციის დამუშავება. რეგულაციები არის მინიმალური, უმტკივნეულო, ყოველგვარი დანახარჯების გარეშე შეეძლებათ ამ სფეროში თვითდასაქმებულ ადამიანებს ამ პროცედურების გავლა. მისი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ორი მიზანი, ეს არის ავტომობილის უსაფრთხოება და მძღოლის უსაფრთხოება, რაც ძალიან აქტუალურია დღეს და აწუხებს ტაქსით გადაადგილებულ თბილისელებს და თბილისის სტუმრებს“, - აღნიშნა მან.


Print