საზოგადოება
ქართული ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის “ბრავო” ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. 130 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე ალექსეევკის აეროპორტში დახვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

”მინდა თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებით, ვულოცავ მათ სამშობლოში დაბრუნებას და ვუსურვებ წარმატებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მათივე ინფორმაციით, ქართველი სამხედროების დასახვედრად აეროპორტში ასევე მივიდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე და სხვა მაღალი რანგის სამხედროები.
Print