საზოგადოება
NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს გახდება ცნობილი
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) და “CRRC – საქართველო” მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს დღეს წარუდგენს. კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“გაიმართება.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და ”CRRC–საქართველო” ატარებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

Print