საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შეწყალების აქტი გამოსცა და 226 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების სახელმწიფო კომიისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის 11 ქალი და 3 არასრულწლოვანია.

მისივე ინფორმაციით, 226 მსჯავრდებულიდან 154 საპატიმროებს დღესვე დატოვებს , 72-ს კი დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა.

სულ შეწყალების კომისიამ ამ ეტაპზე 1565 საქმე განიხილა.
Print