საზოგადოება
18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამჭვირვალობის დეკლარაციას მოაწერა ხელი
18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთა შორის არის ასოციაცია "ათინათი" გამჭვირვალობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, დეკლარაცია ითვალისწინებს, რომ თითოეული მათგანი პასუხისმგებლობას იღებს გამოაქვეყნოს ინფორმაცია მათი მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების შესახებ.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია რეგულარულად განთავსდება სამოქალაქო ორგანიზაციების ახალ ვებ-პორტალზე CSO.ge, რომლის პრეზენტაციაც დეკლარაციის ხელმოწერის შემდგომ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს თბილისსა და რეგიონებში მომუშავე 60-მდე ორგანიზაციამ მათი საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოაწყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“- აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის განცხადებით, აღნიშნული დეკლარაცია არის პასუხი ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც ბოლო პერიოდში მედიაში და პოლიტიკოსების მხრიდან ჩნდება.

დევდარიანის თქმით, ისმის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებენ ეს ორგანიზაციები, ვინ არიან დამფინანსებლები და სწორედ ამას გაეცემა პასუხი.
Print