საზოგადოება
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება
12 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისს ესტუმრება, სადაც საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ეს იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც 140 ჰა-ზე გაშენდება და 60 000 სტუდენტზეა გათვლილი, სახელმწიფო დაწესებულება იქნება.

სტუდენტთა პირველ ნაკადს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი 2019 წელს მიიღებს.

Print