საზოგადოება
"თბილისობა 2016"
თბილისი ტრადიციულ დღესასწაულს - „თბილისობას "-ს აღნიშნავს. რიყეზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან და თბილისის მერთან ერთად დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა თბილისელებს დღესასწაული მიულოცა და ყველას მოუწოდა, მიიღონ მონაწილეობა საზეიმო ღონისძიებებში.

"შემოდგომა არის ხვავისა და დოვლათის სიმბოლო და სწორედ ასეთი ბარაქა, მშვიდობა და კეთილდღეობა მინდა, ვუსურვო ყველა ოჯახს. განსაკუთრებით ვულოცავ თბილისელებს და ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ და ისიამოვნონ ამ შესანიშნავი დღესასწაულით." 

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, რიყის პარკი ორი დღით საბავშვო ქალაქად გადაიქცა. რიყის პარკის ქვედა ტერასაზე განთავსებულია "კულინარიის ქუჩა", სადაც მსურველებს ქართული და უცხოური სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ. სადღესასწაულო ღონისძიებები ასევე იმართება ლეღვთახევსა და „ახალ ტფილისში."

„თბილისობა 2016"-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე მასშტაბური სკულპტურა „სიცოცხლის ხე" დაიდგა. 9-მეტრიანი კომპოზიცია ძველი თბილისის თემატიკაზეა შექმნილი. პროექტი მოქანდაკე დავით მონავარდისაშვილის ავტორობითა და თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა.
Print